Monday, June 27, 2011

რამშტაინის ჰიტები და ალბომები

   ალბომები  


  • Herzeleid (1995)

  • Sehnsucht (1997)

  • Mutter (2001)

  • Reise, Reise (2004)

  • Rosenrot (2005)

  • Liebe ist für alle da (2009)


  •    ჰიტები  
    • sonne
    • pussy doh
    • rammlied
    • zwitter
    • amerika
    • mutter
    • ohe dich
    • aqua barbie strange
    • moskau
    • amour
    • los
    • ich will
    • do hast
    • dalay lama
    • stein um stein
    • morgernstern ............

    ჯგუფის სახელის ისტორია

    ჯგუფის სახელი Rammstein უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის რამშტაინ-მიზენბახის (Ramstein-Miesenbach) სახელს, სადაც 1988 წელს ავიაკატასტროფა მოხდა. ჯგუფის ერთ–ერთი სიმღერა “Rammstein”-იც სწორედ ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ზედმეტი m სახელში კი მას გვაშიფრინებს სხვანაირადაც : ქვის ტარანი (Ramm-ტარანი Stein-ქვა) რაც გამოხატავს ჯგუფის მუსიკას როგორც მძვინვარესა და მრისხანეს. ასევე ზმნა “rammen” გერმანულად ნიშნავს დარტყმას.
    ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის საპატივცემულოდ Rammstein დაარქვეს.

    ჯგუფის ისტორია

    რამშტაინი შეიქმნა 1994 წელს, მისი ყველა ალბომი გამოქვეყნებულია Universal Music Group-ის მიერ. მათი ყველა სიმღერა შესრულებულია გერმანიაში.
    ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო გერმანიაში არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ალბომით Reise, Reise (2004) კი ჯგუფის წევრები ყველაზე წარმატებული გერმანელი მომღერლები გახდნენ. მთლიანობაში ჯგუფს გამოშვებული აქვს 6 სტუდიური ალბომი.
    რამშტაინის სიმღერების უმრავლესობა გერმანულ ენაზეა, თუმცა არსებობს ზოგიერთი სიმღერის ინგლისური ვარიანტიც. ასეთებია „Engel“ , „Du Hast“ და “Amerika”. სიმღერა „Te quiero puta“ სრულდება ესპანურ ენაზე. ზოგიერთი სიმღერა („Amerika“ , „Stirb nicht vor mir//Don’t die before I do“, „Moskau“, „Pussy“, „Frühling in Paris“ და ა.შ.) შეიცავს არა მხოლოდ გერმანულ სიტყვებს.

    ჯგუფის წევრები

    • თილ ლინდემანი – ვოკალი
    • რიხარდ კრუსპე – მთავარი გიტარა
    • პაულ ლანდერსი – რიტმული გიტარა
    • ოლივერ რიდელი – ბას-გიტარა
    • კრისტოფ შნაიდერი – დრამები
    • კრისტიან ლორენცი– კლავიში





    ჯგუფის სახედ ითვლება თილ ლინდემანი მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი შეიქმნა რიხარდ კრუსპეს წყალობით. მან სათითაოდ შეკრიბა წევრები მათი მუსიკალური შესაძლებლობების მიხედვით.
                                                                                             რიხარდ კრუსპე

    მოკლე მიმოხილვა

    რამშტაინი (Rammstein) — გერმანული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მათი მუსიკალური სტილი, რომელსაც ჯგუფის წევრები Tanz-Metal-ს ანუ "საცეკვაო მეტალს" უწოდებენ (სინამდვილეში - ახალი გერმანული სიმძიმე), აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს.